Mega (სერვისი)
MEGA | |
---|---|
პრივატულობის კომპანია (The Privacy Company) | |
ავტორი | Kim Dotcom |
მწარმოებელი | Mega Limited |
გამოვიდა | 19 იანვარი, 2013 |
პროგრამირების ენა | C++, JavaScript, Java, Objective-C |
ოს | Microsoft Windows, OS X, Linux, iOS, Android, Windows Phone, BlackBerry, Kindle Fire |
ენა | 49, მათ შორის ქართული
|
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | Online backup service Cloud storage |
ლიცენზია | Simplified BSD license (For the JavaScript, SDK source) |
საიტი | mega.nz |
Mega, Ltd. (სტილიზებული დიდი ასოებით როგორც MEGA) — ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისი. ამ სერვისის ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია ფაილების Online backup-ი, ფაილების გაზიარება, და უსაფრთხოება. მისი საიტი გაეშვა 2013 წლის 19 იანვარს კიმ დოტკომის თაოსნობით მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური სერვერები მდებარეობს ახალ ზელანდიაში. ეს თარიღი სპეციალურად დაამთხვიეს Megaupload-ის, MEGA-ს წინამორბედის კონფისკაციის წლისთავს. MEGA-ს აგრეთვე აქვს მობილური აპლიკაცია Android-ისთვის, BlackBerry OS-ისთვისა და iOS-ისთვის.
MEGA ყველაზე მეტად ორ ფაქტორს უსვამს ხაზს. პირველია ის, რომ ჯერ კიდევ ატვირთვამდე ხდება ყველა ფაილის დაშიფვრა ჯავასკრიპტით[1]. მეორეა ის, რომ ყველა მომხმარებელს უფასოდ ეძლევა 50 გიგაბაიტის ოდენობის ღრუბლოვანი მეხსიერება[2]. ფასიანი პაკეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ტერაბაიტამდე მეხსიერების მიღება[3].
მეხსიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფასო ანგარიში გულისხმობს მხოლოდ ერთ პაკეტს[2]:
- 50 GB მეხსიერება
ფასიანი ანგარიშის შემთხვევაში MEGA მომხმარებლებს სთავაზობს სამ Pro პაკეტს[3]:
- 500 GB მეხსიერება
- 2 TB მეხსიერება
- 4 TB მეხსიერება
შეზღუდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MEGA-ს მიერ მოწოდებული ცნობის მიხედვით: „საიტი მუშაობს ყველა ძირითად ბრაუზერზე“, თუმცა შესაძლოა მოხდეს გარკვეული შეფერხებები, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს Google Chrome-ისა და Firefox-ის გარდა ნებისმიერ სხვა ბრაუზერს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- MEGA-ს ოფიციალური საიტი
- MEGA-ს Android აპლიკაცია Google Play store-ში დაარქივებული 2014-05-31 საიტზე Wayback Machine.
- MEGA-ს iOS აპლიკაცია iTunes Preview-ში
- MEGA-ს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- MEGA-ს არაოფიციალური გვერდი Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://mega.co.nz/#help/security, უსაფრთხოება MEGA-ზე.
- ↑ 2.0 2.1 https://mega.co.nz/#help/account, სწრაფი, დაცული ღრუბლოვანი სივრცე 50 GB მეხსიერებით.
- ↑ 3.0 3.1 Pro პაკეტები, მაქსიმუმ 4 TB.