ელენა — სატურნისთანამგზავრი. 1980 წელს, საფრანგეთის პიკ-დი-მიდის ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს პიერ ლაკმა და ჟან ლელაშემ; მაშინ მას ტექნიკურ სახელად S/1980 S 6 ეწოდა. ამჟამინდელი სახელი ოფიციალურად 1988 წელს ეწოდა, ელენა ტროელის პატივსაცემად, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაშიკრონოსის (სატურნი) უფროსი ქალიშვილი იყო. თანამგზავრს კიდევ ორი სახელი აქვს — სატურნი XII და დიონა B. წარმოადგენს ერთ-ერთს სატურნის ტროელ მთვარეთაგან.
ელენა დედამიწიდან პირველად 1980 წელს შენიშნეს; მომდევნო წლებში მისი ახლო ხედები სატურნის სისტემასტან ჩაფრენისას ხომალდმა ვოიაჯერ-2-მა გადაიღო. 2004 წელს, ელენას უკეთესი ხედები გადაიღო სატურნის ორბიტაზე გასულმა კასინი-ჰიუგენსის მისიამ, რამაც შესაძლებელი გახადა ელენას უფრო ღრმა კვლევა, გამოჩნდა მისი ზედაპირიც. ამ დრომდე, ელენასათვს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ახლო ხედები ხომალდ კასინის ეკუთვნის, რომელმაც მას 2010 წლის 3 მარტს 1800 კმ მანძილზე ჩაუფრინა; 2011 წლის ივნისში ხომალდმა კიდევ შესძლო უკეთესი ფოტოების გადაღება.